ეს განახლებული კოლექცია art people gallery-მ გამოაქვეყნა 8 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეს ბლოგი შექმნილი და მაინც გადავწყვიტე შემდგომში აუცილებლად დამეწერა რამე. ასეთი ”განახლებული” ნახატებია 200. რითია ეს განსხვავებული?
არაფრით.
ქვევით მითითებულია ლინკი და შეფასებებშიც უამრავ ნეგატიურ კომენტარს მოჰკრავთ თვალს, აი, ერთ-ერთი მათგანი: ….this is not art! this is what pisses me off about this fucked up society. i can draw moustaches on photos as well or great works of art if i am that fucking shallow. this is fucking bullshit. talking animals anyone? maybe talking babies next?? idiots!!!
ის საკითხი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნებად, ალბათ საკმაოდ სუბიექტურია, თუმცა ძველი და კლასიკური განმარტებით, ხელოვნება, ესაა რეალობის მხატვრული ასახვა და ამას უდავოდ ვხედავთ ამ ნამუშევრებში.
მართალია, ალბათ კორეელ არტისტს Kim Dong-Kyu-ს არც ისეთ, დიდ ძალისხმევად დაუჯდა დამტვრეული ტექნიკის მოთავსება შედევრებზე, თუმცა ისინი არაჩვეულებრივად ერწყმის დღევანდელ ხასიათს და საკმაოდ სახალისოცაა. ალბათ მსგავსი რამ, ნაკლებად ცნობილ ნახატებზე რომ გაეკეთებინა, არც კი დავეჭვდებოდით მის ორიგინალობაში.
რაც არ უნდა იყოს, 6 თვე გავიდა და მე ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ ამ კოლექციით:

Gustave Caillebotte-L’homme au balcon, boulevard Haussmann (1880)
გუსტავს ბევრი აივანი აქვს ასახული, თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი -პარიზის ქუჩებია,” წვიმიანი დღე”, თავისი საუცხოო გეომეტრიითა და გაყინული ფერებით, სწორედ ამან შესძინა ფოტოს ეფექტი. (photo-realistic effect that give the painting its distinctive and modern look), ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ რომ გაგხსენებოდათ, ვისზეა საუბარი.
ეს ოთახი ჩემს ბლოგზე უკვე მეორედ ხვდება. მისი განახლება და მოდერნიზება ძალიან ხელსაყრელია.

Man in chair
ალბათ მეც ასე დავტიროდი დაშლილ ლეპტოპს, როცა შნურს გამოვდე ფეხი.
“კივილის” უამრავი ვერსიიდან ჩემი ფავორიტი მაინც სასწორი რჩება.
რენუარი ხშირად ხატავდა ქალთა მსგავს პორტრეტებს, რომელთაც ხშირად აქვთ ხელი სახესთან ახლოს.

The card players- Paul Cezanne
ორიგინალ ნამუშევარში ეს ორი პიროვნება ბანქოს თამაშობს, ალბათ მაგიტომაც ვხედავთ სმართფონის ეკრანებზე მსგავს აპლიკაციას.
პირადად, ჩემთვის საუკეთესო.
როცა შემთხვევით საინტერესო რამეს გადააწყდები, მეგობარი რომ საგულდაგულოდ მალავდა:
კასპარ დავიდ ფრიდრიხის ეს განახლებული ვერსია არ გამოუქვეყნებია art people gallery-ს, შემთხვევით გადავაწყდი ახლა და გულმა რეჩხი მიყო. როცა შედევრის, როგორც რომანტიზმის სიმბოლოს, ბევრი დეტალი იცი და არაერთხელ გაგირჩევია, გადაკეთებული ვერსია ცოტა გწყინს და ზევით რომ აღშფოთებული მნახველის კომენტარი დავაკოპირე, მსგავსი შეგრძნება მქონდა მეც. ჩემს თავს ვეწინააღმდეგები, თუმცა ალბათ შეუძლებელია ამ სურათების ნახვის დროს აირიდო mixed feelings. ერთი მხრივ მოწონების, მეორე მხრივ შეურაცხყოფისა და ამავდროულად აღფრთოვანების გრძნობები. ვგონებ, სწორედ ამიტომაც უნდა ეწოდოს მას ხელოვნება.
წყარო: