ლეგო

რისგან კეთდება? როგორ კეთდება? რატომ არის ასეთი მტკივნეული ფეხით დაბიჯებისას?

ამ სტატიასაც რა თქმა უნდა ძვირფას Compound Interest-ს უნდა ვუმადლოდე.

ლეგო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყოველთვის კეთდებოდა პლასტმასისგან. 1963-მდე გამოიყენებოდა ცელულოზის აცეტატი. ეს არის იგივე ნივთიერება, რომელიც ფილმების ინდუსტრიაში ადრე ხშირად შეგვხვდებოდა და დღემდე გამოიყენება სათვალის ჩარჩოს წარმოებაში. სულ მიკვირდა გიორგი ქებურიას სათვალეების შემადგენლობას აცეტატი რომ ეწერა. რაის აცეტატი მეთქი?!

Screenshot_1

აი ეს ყოფილა თურმე!

 

აქვე გეტყვით, რომ პოლიმერები-ესაა დიდი ზომის მოლეკულები (მაკრომოლეკულები), რომლებიც ერთი ან რამდენიმე განმეორებადი მონომერისგან (შედარებით პატარა ზომის მოლეკულისგან) არის “აწყობილი”.

ABS resin formula.PNG

1963 წელს ლეგომ შეცვალა პოლიმერი. ამ წლიდან უკვე აკრილონიტრილ ბუტადიენ სტირენი გამოიყენებოდა, შემოკლებით- ABS. ცელულოზის აცეტატს რამდენადმე სჯობდა. ბევრად უფრო მტკიცე იყო, დროში ნაკლებად ფუჭდებოდა, ფერს უფრო დიდ ხანს ინარჩუნებდა. თუმცაღა, ცელულოზის აცეტატისგან განსხვავებით, ABS არ არის გამჭვირვალე და შესაბამისად ტრანსპარენტული ლეგოების გაკეთება შეუძლებელი იყო. ასეთ შემხვევებში შემცვლელად პოლიკარბონატის პლასტმასი გამოიყენება. სხვადასხვა ფერის მისაღებად კი ABS-ს მაკროლექსის საღებავები ემატება.Grãos de plástico ABS (ABS plastic grains).jpg

ლეგოს წარმოების პროცესი იწყება ABS-ს პაწაწუნა გრანულებიდან. ქარხანაში ისინი გადამუშავდებიან მაღალ ტემპერატურაზე 230˚C (450˚F). ამ დროს გრანულები დნება, მიიღება პლასტმასის „ჟელე“, რომელიც შემდგომ ისხმება ლეგოს ფორმებში და იყინება.

2014 წელს ლეგომ შექმნა 60 მილიარდი ნაწილი. აქედან 318 მილიონი არის მინიატურული ბორბალი ლეგო მანქანებისთვის. ამ ფაქტმა ლეგო გახადა საბურავების მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი.:დდSBRwithexplicitC.png

ეს „საბურავები“ კეთდება ცოტათი განსხვავებული პოლიმერისგან-სტირენ ბუტადიენ სტირენისგან (SBS).

აი, უკვე რაც შეეხება ტკივილს, რომელსაც მათზე დაბიჯება იწვევს შეგვიძლია ABS დავადანაშაულოთ. ლეგო ტესტავს თავის ნაწილებს შექმნის პროცესში, (ხარისხის კონტროლის მსგავსი რამ). ტესტი მოიცავს დაწნეხვას დისკებს შორის, რომლებიც 15კგ ძალით აწვება. მათი გამოცდა ასევე ხდება ჩამოვარდნილი საგნებით, რომლებიც ეცემა ნაწილებს, დამსხვრევისადმი მედეგობის დასადგენად.

ერთი-ერთი ტესტი გულისხმობს სიმულაციას: 50 კილოგრაიანი ბავშვის დაბიჯებას ლეგოს ნაწილზე. რის შედეგადაც ლეგო არ ტყდება და არც იბრიცება. სწორედ ეს იწვევს ასეთ ტკივილს. საშუალო ძალა, რომელსაც 2×2 ლეგოს ნაწილი უძლებს აღწევს 4.240 ნიუტონს- რაც ექვივალენტია იმისა, რომ 430 კგ-იანმა არსებამ დააბიჯოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ლეგოს აგურები შექმნილია იმისთვის, რომ მათზე დაბიჯება მტკივნეული იყოს!

ლეგოს შეიცავს სხვა რისკებსაც. ძველი ლეგოები (1970-80-იანი წლებიდან) შეიცავენ კადმიუმს, რომელიც მათთვის მოსტაფილოსფრო შეფერილობის მისაცემად გამოიყენებოდა. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ქიმიაში, იცის რომ კადმიუმის ნაერთები ძალიან ტოქსიკურია ორგანიზმისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ მეტალის შემცველობა ძველ ლეგოებში EU-ს ლიმიტს აჭარბებს. 80-იანების ლეგოებით თამაში არ არის სასიკვდილო, მთავარია პირში არ მოუნდეს ვინმეს ჩადება!

არის ლეგოში კიდევ ერთი “issue”. ისინი ყველა კეთდება პოლიმერებისგან, რომელთა დასამზადებელ ნედლ მასალად ზეთები გამოიყენება. ზეთი არის ამოწურვადი რესურსი, რაზეც ამ სათამაშოების წარმოებას უზარმაზარი გავლენა აქვს. 2012 წელს ლეგოს  ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შეცვალოს ნედლი მასალა 2030 წლისთვის, თუმცა 2018 წლის დასაწყისშიც გადადგა წინსვლისკენ ნაბიჯი. გამოცხადდა, რომ ამიერიდან მწვანე ფოთლები, ბუჩქები და ხეები მათ პროდუქტებში გაკეთდება პოლიეთილენიდან, რომლის დამზადებისთვისაც ნედლ მასალად შაქრის ლერწამი გამოიყენება. პოლიეთილენი, სამწუხაროდ, ახლოსაც ვერ მიდის ABS-ს გამძლეობასთან, ამიტომ კვლევა მის შემცვლელზე ჯერ კიდევ გრძელდება.

LEGO-Free-PNG-Image

წყარო:

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s