რატომ დავანებე თავი წერას…

ბოლო ორი წელი იმაზე ბევრად დატვირთული, სანერვიულო, ბედნიერი და fruitful აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. რამდენჯერ საერთოდ მიმავიწყდა ჩემი ბლოგის არსებობა.

ალბათ სულ 5-ჯერ შევამოწმე: აბა, ხო მშვიდობაას ძახილით და სულ მაოცებდა ვიზიტების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეა არაფერი დამიწერია, ვხედავ რომ ჩემი პოსტები ბევრ სასოწარკვეთილ სტუდენტს ეხმარება რამე-რუმეების უკეთ გააზრებაში (ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს). იმედია, მომავალში მექნება წერის სურვილი/დრო და მეტად გამოვადგები საზოგადოებას, ახლა უკვე ცოოოოოოოოოტათი მეტი გამოცდილებით.

ახლა მოგეხსენებათ პანდემიაში ვცხოვრობთ. ძლივს შვედეთიდან ჩამოვაღწიე უამრავი ფრენისა და ავტობუსის წყალობით და 2 კვირიან კარანტინში ამოვყავი თავი. მართალია, ახლა სამეცნიერო სტატიაზე უნდა ვმუშაობდე, მაგრამ გადავწყვიტე დრო ბლოგისთვისაც დამეთმო და ჩემი 20 ფოლოვერი დამეაფდეითებინა (sending love <3). კიდევ 11 დღე მაქვს დარჩენილი ბოლო წლების გადასახარშად და თუ რამე გამახსენდა, მოგვიანებით ჩავამატებ.

IMG_6607
3 თვე შვედეთის ტყეში ვცხოვრობდი და საზოგადოებაში მოქცევის წესები დამავიწყდა. ამას წინათ სიარულის დროს გამახსენდა წერის სიყვარული და ის ძველი ბლოგპოსტის დრაფტი, რომელიც ბაკალავრის დამთავრების შემდეგ დავწერე. 2 წლის წინანდელ what have I achieved სიას დღის სინათლე არასდროს უნახავს. რატომღაც ახლა გადავწყვიტე გაგიზიაროთ და ახალიც შევმატო.

ძველ ნაწერს იისფერით გაარჩევთ ახლანდელისგან და ერთად ვნახოთ რას მივაღწიე ამ ორ და იმის წინ კიდევ ოთხ (ჯამში ექვს) წელიწადში:

2018
ერთ-ერთ დიალოგს მოჰყვა იმის გააზრება როგორ გაიარა ამ ოთხმა წელმა და იმის თქმამ, რომ ისევ არაფერი ვიცი და ისევ არაფრისთვის მიმიღწევია (2 წლის შემდეგაც აბსოლუტურად რელევანტურია). ძილის წინ ყველაფერი ამომიტივტივდა თავში და მივხვდი, რომ ძალიან ძალიან ბევრი რამ მოხდა, რასაც არ ვაფასებ და გადავწყვიტე ჩამომეწერა. სანამ (ბაკალავრიატს) სწავლას დავიწყებდი ჩემმა ძმამ მითხრა, საუკეთესო წლები გელოდებაო. არ იყო ეს წლები საუკეთესო, არა ძალიან ძალიან ცუდი წლები იყო და ცხოვრებაში ამაზე უკეთესი წელი რომ არ მქონდეს სუიციდით დავამთავრებ ამ ამბავს (ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი და ამდენ ხანს გადაბმულად არასდროს ვყოფილვარ როგორც ბოლო 2 წელია). შევეცდები კიდევ ერთხელ გავიხსენო რა მოხდა ბოლო 4 წელიწადში:

  • გავხდი ქიმიის ბაკალავრი
  • ჩავაბარე 51 საგანი (50 A), (ნეტაი მეე რააა)
  • გამოვიცვალე 6 სამსახური (კონსულტანტად მანგოში, მიმტანად ბარში, სთუდენთ ვორქერად უნივერსიტეტში და აშ)
  • შევიძინე და დავკარგე ძალიან ბევრი ხალხი (still very sad about it, but that’s life)
  • გავხდი მამიდა
  • შევქმენი ბლოგი
  • დავიწყე ფოტოშოპის სწავლა (სამწუხაროდ მხოლოდ დავიწყე)
  • დავიმართე ამოუცნობი დაავადება და ფეხის ანთება რომელიც დღემდე მაწუხებს (ახლა აღარ მაწუხებს საბედნიეროდ)
  • მოვიარე ყველა ექიმი საქართველოში
  • ავიღე მართვის მოწმობა
  • გადავიტანე ფეხის ოპერაცია
  • გადავიტანე რეაბილიტაცია
  • გადავიტანე ცხვირის ძგიდის ოპერაცია
  • ჩავაბარე ტოეფელი
  • ვიმოგზაურე
  • ვასწავლე ქიმია ბევრს (დღემდე ვცდილობ)
  • ვთარგმნე უკრაინული
  • ვიმუშავე ოფისშიც
  • ვისწავლე ცოტა ფრანგული (oui)
  • ვივრჯიშე 2 თვე პილატესი
  • ვისწავლე წყალში თავით ხტომა (neeeh)
  • მიმიღო 3-მა უნივერსიტეტმა მაგისტრატურაზე (3-დან)
  • ვუყურე ძალიან ბევრ სერიალს
  • ვიყიდე მაკბუქი (ეს მაკბუქი ყიდვიდან რამდენიმე თვეში უსაშველოდ გაფუჭდა და ახლის ყიდვა მომიწია ამავე წელს)
  • ისევ ვერ ვისწავლე ცეკვა
  • ვერ ვიყიდე გიტარა

ახლა რა მოხდა ამის შემდეგ:

  • მოვხვდი FORBES 30 under 30 სიაში
  • ვიცხოვრე ნიდერლანდებში, ინგლისსა და შვედეთში
  • ვიპოვე ბედნიერება! (ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო 6 წლის განმავლობაში)
  • ვისწავლე ველოსიპედის ტარება!IMG_3102
  • სწავლა გავაგრძელე სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით, რაც ნამეტანი რთული აღმოჩნდა თავიდან და რამდენიმე თვე ყველა ჩემი ცხოვრების გადაწყვეტილება მანანებინა
  • ვიყავი უსახლკარო 1 თვით და კლაუდიას ოთახში მეძინა იატაკზე
  • შემიყვარდა ლაბორატორიაში მუშაობა

    60350376_422455801908668_8310150458014433280_n

    აქ იბიცადან ვარ ახალი დაბრუნებული, თუ დააკვირდებით კანი მძვრება შუბლზე

  • დავიწყე ვარჯიში საკმაოდ აქტიურად (აღარ ვარ მძორი)
  • ვიყიდე მანქანა
  • ზევით გულდაწყვეტილს მეწერა გიტარა ვერ ვიყიდე მეთქი. გიტარა ჯერ კიდე ვერა, მაგრამ უკულელე მაქვს უკვე გიორგის ნაჩუქარი. დაკვრა ისევ არ ვიცი.
    IMG_2434
  • მიმიწვიეს კემბრიჯის უნივერსიტეტში კვლევაზე
  • როცა მეგონა, რომ სწავლის საქმეს აღარ გავირთულებდი კომპიუტერულ ქიმიაში ამოვყავი თავი და კოდის წერაც დავიწყე (ძააალეეეან ცუდად)
  • ვიმუშავე ასტრაზენეკაში (ვიცი, რომ საქართველოში AZ არავის გაუგია, მაგრამ უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიაა).
  • ვიმუშავე travel ბლოგერად
  • ნეტაი შემეძლოს სტატია გამოვაქვეყნე-მეთქი დავწერო, მაგრამ, სამწუხაროდ, 3 სტატია განვითარების სტადიაშია და, იმედია, წელს რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში ამოვყოფ თავს
  • აღმოვჩნდი წიგნის ავტორი!!!! 2021 წელს გამოვა წიგნი სამედიცინო ქიმიასა და ხელოვნურ ინტელექტზე (10 კილოიანი წიგნები როა, აი ეგეთი). ხოდა QSAR-ის (quantitative structure-activity relationship) თავის ავტორებში მეც ამომიკითხავთ.
  • ვისწავლე ცოტა შვედური
  • ვისწავლე საჭმლის კეთება
  • შევეშვი კარაქიანი პურის ჭამას! (ცოტა ხნით მაინც T.T)
  • დავიწყე სირბილი!!! (არასდროს მეგონა ამას თუ ვიტყოდი ჩემი ფეხის გადამკიდე)
  • და რაც მთავარია შემომთავაზეს სადოქტორო პოზიცია ამსტერდამის უნივერსიტეტში!! (Marie Skłodowska-Curie დაფინანსებით) დემენციების ბიომარკერების განვითარებისთვის ბიოინფორმატიკის ჯგუფში. ჰოოდა 4 წლის შემდეგ, ალბათ, სადოქტორო თავგადასავლების შესახებ იხილავთ პოსტს. Stay tuned!

ზუსტად მახსოვს 6 წლის წინ ამ დროს როგორი დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა (არც ახლა ვიცი, მაგრამ ცოტათი უმჯობესდება ყოველ წელს). ამავდროულად მახსოვს ყველა როგორ მაბულინგებდა: რატო წესიერი პროფესია არ აირჩიე, მაგ ქულებით ქიმიაზე რატო აბარებ, რა გჭირსო… oh well. Life does get better.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მეუბნებოდნენ: ნუ გეშინია, შენ ისეთი ხარ, არ დაიკარგებიო. რადგანაც კადეგორია ”მეს” პოსტი გამომივიდა, ბარემ აქვე დავსძენ, რომ Bio მაქვს შესაცვლელი და იმას დავიწერ ერთხელ ანუკიმ რომში რომ მითხრა. ‘You are not a nerd but you somehow manage to get shit done-ო’. ¯\_(ツ)_/¯

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s