მოდერნიზმი • იმპრესიონიზმი • კლოდ მონე

მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ხელოვნების მიმდინარეობების ‘’აცდენა’’. თუ ადრე არსებობდა, მაგალითად, ბაროკო, ხოლო მას მოჰყვებოდა– როკოკო, ამჯერად ასე მკაცრად აღარ განისაზღვრა ერთი მიმდინარეობის უპირატესობა. მოდერნიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეალიზმი არ იყო დამთავრებული. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთს აცდა მიმდინარეობის გავრცელება ხელოვნების სხვადასხვა დარგში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოდერნიზმი ერთდროულად არ გამოვლენილა ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ‘’ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც დიდი ტრანსფორმაციები გამოიწვია დასავლურ საზოგადოებაში’’ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მან ახალი თვალით შეხედა სამყაროს. Continue reading