I მსოფლიო ომიდან II მსოფლიო ომამდე

მე–20 საუკუნის 20–30–იანი წლები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიის, ასევე ხელოვნების თვალსაზრისით. ამ პერიოდის ადამიანის ფსიქოლოგიური და სოფლმხედველობრივი ცვლილებები მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე ხდებოდა. ეს იყო ეპოქა პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომამდე. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვიზიარებთ. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ 20–30–იან წლებში ყველაფერი ომის ირგვლივ ტრიალებდა. იგი ‘’უმთავრესი პერსონაჟი’’ გახდა, თუმცა არა პირველყოფილი დატვირთვით. თანამედროვე ომმა, რომლისთვისაც უკვე მეორეხარისხოვანი იყო ვაჟკაცობა და საგმირო საქმეები, ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ბუნება, დათრგუნა და დაამდაბლა იგი. ეს იყო შიშის ეპოქა, შიში–სიკვდილისა, შიში–აპოკალიფსისა, განადგურებისა, დაცემისა. Continue reading