YouTube Journey | ჩემი საოცნებო საქმე ვიპოვე!

ერთხელაც, ორიოდე თვის წინ, მოცალეობის ჟამს უეცრად გადავწყვიტე იუთუბ არხის შექმნა და მას შემდეგ ამერია ძილი…


რატომ არავინ მითხრა, ესეთი სახალისო თუ იყო ვიდეოების კეთება?

იდეა მაქვს ორასი…

ყველაფრის გაკეთება მინდა.

ერთადერთი რაზეც მწყდება გული, დაკარგული დრო და შესაძლებლობებია. ეს რომ ადრე მომეფიქრებინა, აქამდე რამხელა კონტენტს დავაგროვებდი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, my dear followers, check out my YouTube channel!

ძირითადი თემატიკა:

ვლოგები, სწავლა და სტიპენდიები, გამოწვევები და კიდევ ბევრი.

გაერთეთ!

რატომ დავანებე თავი წერას…

ბოლო ორი წელი იმაზე ბევრად დატვირთული, სანერვიულო, ბედნიერი და fruitful აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. რამდენჯერ საერთოდ მიმავიწყდა ჩემი ბლოგის არსებობა. Continue reading

ჩემი ჯუნიორ პროექტი

  • აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს- ბატონ გია ხატისაშვილს.
  • წინასწარ ბოდიში მოგიხადოთ დასქრინული ქიმიური სტრუქტურების გამო, რამეთუ ვორდპრესი chemsketch-ს არ ცნობს.

წითელი კომბოსტოს ანტოციანების ჯამური პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა სპილენძ(II)-ის იონების კოლორიმეტრული განსაზღვრისათვის

რეზიუმე:

ანტოციანები წყალში ხსნადი პიგმენტებია, რომლებიც მრავალი მცენარის ვაკუოლშია ლოკალიზებული და მათი ფოთლებისა და ნაყოფების  სხვადასხვა შეფერილობას განაპირობებს. ეს ნივთიერებები ძირითადად აცილირებულ და გლიკოზირებულ ფლავონოიდებს წარმოადგენენ. ანტოციანების მოლეკულების რთული სტრუქტურა და მათში სხვადასხვა ტიპის ჩამნაცვლებლების არსებობა იწვევს ფერთა სიმკვეთრეს და, რაც მთავარია, მათ ცვლილებას pH-ის სხვადასხვა დიაპაზონში. სწორედ ამიტომ, ამ ნაერთებს ხშირად ბუნებრივ pH-ინდიკატორებად იყენებენ. Continue reading

წვიმის არომატი • Petrichor

რატომ აქვს წვიმას სუნი?
რატომ მოგვწონს?

ამ ორ კითხვაზე მეცნიერებმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ფიქრი, როცა ჩემი მშობლებიც კი არ იყვნენ დაბადებულნი. 1964 წელს ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წვიმის არომატს- პეტრიქორი უწოდეს და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. მიუხედავად ამ საკითხის ჩახლართულობისა, დღეს უკვე მეტ-ნაკლებად ამომწურავი პასუხი გვაქვს მოცემულ ფენომენზე, მის ძირითად კომპონენტებსა და მიზეზებზე. Continue reading

ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები • iPS cells

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ ორი მგზავრი უსმენს მუსიკას. რა არის იმის ალბათობა, რომ მათი სიმღერათა ჩამონათვალი დაემთხვას ერთმანეთს?

თქვენ ალბათ იტყვით: ძალიან ცოტა.
დიახ, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, შესაბამისად ალბათობა 3%-ს შეადგენს.

ახლა კი შემდეგი კითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ერთი და იგივენაირი მედიკამენტური მკურნალობა ერთნაირ ზეგავლენას მოახდენს 2 პაციენტზე?  Continue reading

Die another way • არა-აპოპტური უჯრედული სიკვდილის მექანიზმები

რეგულირებულ, დაპროგრამებულ უჯრედულ სიკვდილს უზარმაზარი დატვირთვა აქვს მრავალუჯრედიან ორგანიზმებში. უჯრედის სიკვდილი აუცილებელია ბევრ პროცესში, მათ შორის ემბრიოგენეზისის დროს ქსოვილების ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის განვითარებასა და დაზიანებული უჯრედების გაუვნებელყოფაში.

ყველაზე კარგად შესწავლილი დაპროგრამებული სიკვდილის სახე აპოპტოზია, პროცესი, რომელიც პროტეაზა კასპაზების გააქტივებას უკავშირდება.

უკანასკნელ პერიოდში ყურადღება მიიქცია დაპროგრამებული სიკვდილის სხვა ფორმებმაც, ისეთებმა როგორიცაა ნეკროპტოზი და პიროპტოზი. ეს არა-აპოპტოტური უჯრედული სიკვდილი შესაძლებელია გამოწვეული იქნას აპოპტოზისგან დამოუკიდებლად ან გააქტივდეს იქ, სადაც აპოპტოზი ვერ შეძლებს თავისი მიზნის აღსრულებას.

ამ სტატიაში შევეხები რამდენიმე რეგულირებულ არა-აპოპტიტურ სიკვდილის ფორმას. ხაზს გავუსვამ იმ მექანიზმებს, რომლებიც გვესმის და მათ პოტენციურ როლს. Continue reading