”ენეიდა”

ბერძნებისა და რომაელების დაპირისპირების ამბავი ცნობილია. რომს ყოველთვის მიაწერდნენ პლაგიატობას, გაბატონებული იყო აზრი რომ მათ არაფერი შეუქმნიათ. ქრისტეს შობამდე პერიოდში, ითვლებოდა რომ ბერძნებისაგან განსხვავებით , მათ არ ჰქონდათ  არაფერი გამორჩეული, მათ შორის იყო კულტურა. რომის პირველი იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ძალიან იყო შეწუხებული ამ ფაქტით.Vergilius გადმოცემების მიხედვით, იგი დიდ ხანს ცდილობდა დაეინტერესებინა მის გარშემო შემოკრებილი ლიტერატორები, რომ შეექმნათ რაიმე დიდი პოემა, ან  ეპიკური ნაწარმოები, რომლის მთავარი გმირიც თვითონ იქნებოდა. ამ მისიის აღსრულება პუბლიუს ვერგილიუს მარონმა იკისრა.
ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ლიტერატურული მოღვაწეობა ადრევე დაუწყია, მისი პოლიტიკური დაინტერესება  გამძაფრდა იმპერატორთან დაახლოების შემდეგ. იგი ძირითადად ‘’ბუკოლიკებს’’ თხზავდა. Continue reading