YouTube Journey | ჩემი საოცნებო საქმე ვიპოვე!

ერთხელაც, ორიოდე თვის წინ, მოცალეობის ჟამს უეცრად გადავწყვიტე იუთუბ არხის შექმნა და მას შემდეგ ამერია ძილი…


რატომ არავინ მითხრა, ესეთი სახალისო თუ იყო ვიდეოების კეთება?

იდეა მაქვს ორასი…

ყველაფრის გაკეთება მინდა.

ერთადერთი რაზეც მწყდება გული, დაკარგული დრო და შესაძლებლობებია. ეს რომ ადრე მომეფიქრებინა, აქამდე რამხელა კონტენტს დავაგროვებდი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, my dear followers, check out my YouTube channel!

ძირითადი თემატიკა:

ვლოგები, სწავლა და სტიპენდიები, გამოწვევები და კიდევ ბევრი.

გაერთეთ!

რატომ დავანებე თავი წერას…

ბოლო ორი წელი იმაზე ბევრად დატვირთული, სანერვიულო, ბედნიერი და fruitful აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. რამდენჯერ საერთოდ მიმავიწყდა ჩემი ბლოგის არსებობა. Continue reading

ჩემი ჯუნიორ პროექტი

  • აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს- ბატონ გია ხატისაშვილს.
  • წინასწარ ბოდიში მოგიხადოთ დასქრინული ქიმიური სტრუქტურების გამო, რამეთუ ვორდპრესი chemsketch-ს არ ცნობს.

წითელი კომბოსტოს ანტოციანების ჯამური პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა სპილენძ(II)-ის იონების კოლორიმეტრული განსაზღვრისათვის

რეზიუმე:

ანტოციანები წყალში ხსნადი პიგმენტებია, რომლებიც მრავალი მცენარის ვაკუოლშია ლოკალიზებული და მათი ფოთლებისა და ნაყოფების  სხვადასხვა შეფერილობას განაპირობებს. ეს ნივთიერებები ძირითადად აცილირებულ და გლიკოზირებულ ფლავონოიდებს წარმოადგენენ. ანტოციანების მოლეკულების რთული სტრუქტურა და მათში სხვადასხვა ტიპის ჩამნაცვლებლების არსებობა იწვევს ფერთა სიმკვეთრეს და, რაც მთავარია, მათ ცვლილებას pH-ის სხვადასხვა დიაპაზონში. სწორედ ამიტომ, ამ ნაერთებს ხშირად ბუნებრივ pH-ინდიკატორებად იყენებენ. Continue reading

International Chemistry Olympiad 2016

რაც ოლიმპიადა დასრულდა, დღეს პირველად გამოვიარე ლაბორატორიებთან. ყველაფერი ბზინავდა სისუფთავისგან, Everything was extremely sad though. მე და ნათია შევედით 116-ში და პირდაპირ გვეცა მე-3 ლაბ დავალების სუნი (organic task). ალბათ unknown-ების სუნისა და DNPH-ის კვალს დიდი ხანი ვერ მოვიცილებთ. (აქ რამდენიმე წამიანი სიჩუმით მოვიგონოთ თენგოს ახალი კონვერსები T.T) Continue reading

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2016

18 თებერვალს გაიხსნა განათლების საერთაშორისო გამოფენა და მეც როგორც ერთ-ერთი მოხალისე 11-ის ნახევარზე უკვე მე-11 პავილიონში გამოვცხადდი.
Continue reading

მე და ჩემი არტები

gif2

კატეგორიაში მე, ბლოგის შექმნის შემდეგ აღარაფერი დამიწერია. საკუთარი თავის აღწერაში მიწერია: Future Chemist who always dreamed about making art ▼

მგონი ყველა ცდილობს რაღაცების შექმნას ბავშვობაში, ხოდა არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. Continue reading

Starry bubblegum standing for myself ▼

 

9c348f9bd739e3c1b4ec1e77def052c0ეეემმმ(როგორც ჩემი ნატალი იტყოდა), ვიცი, რომ ბლოგი განსხვავებული ურთიერთობაა, და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი დამიწერია, თემაც კი არ შემიცვლია და არაფერი ამიტვირთავს, უკვე ვგრძნობ, ყველაზე მეტ დროს აქ გავატარებ. Continue reading